Wednesday, June 8, 2011

ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში ქართ. III. 2. მოსწავლე ისმენს ლიტერატურულ ტექსტებს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.


      დღესდღეისობით ინფორმაციული საინფორმაციო სისტემების გამოყენებას დიდი როლი უკავია  სასწავლო პროცესში. უბრალოდ წარმოუდგენელია პროგრესი ამ პროგრამების გარეშე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში.
     შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბესთან და კორუფციასთან, ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა.
    ისტ- ის  გამოყენებით მოსწავლეები უფრო ენთუზიაზმით ეკიდებიან სასწავლო პროცესს, უფრო ადვილად ითვისებენ სასკოლო მასალას და რაც ყველაზე მთავარია ხდება კრიტიკული აზრის ჩამოყალიბება.
    მე 3 კლასში ისტ -ის გამოყენებამ შეიძლება დადებითი ეფექტი იქონიოს სწავლის პროცესში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ როდესაც მოსწავლე ისმენს და შემდეგ გადმოსცემს მათ შინაარს. შედეგიც თავალსაჩინო დგება.
    მოსწავლეები გამოთქვავენ ვარაუდს ტესტის შესაძლო შინაარსის შესახებ, რადგან გაკვეთილი მიმდინარეობს პროექტორის გამოყენებით ისინი უფრო ყურადღებით უსმენენ და აღიქვევენ გადმოცემულ მასალას. იმახსოვრებენ პერსონაჟებს სხვადასხვა უბრალო ნიშნების მიხედვით. როდეასც მოსწავლემ ასე თუ ისე იცის შინაარსი, ის სახავს მარტივ გეგმას, რომლის გამოყენებითაც შინაარს უფრო აზრობრივად გადმოსცემს.
    ისტ - ის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში, ეს პროგრამები მოსწავლეებს ეხმარებიან უფრო სწრაფად და მარტივად აითვისონ სასწავლო პროგრამა.

No comments:

Post a Comment