თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებები ფართო ასპარეზს იძლევა საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. დღეს უკვე წარმოუდგენელია, ზრუნავდე განვითარებაზე და უგულებელყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) ხელმისაწვდომობა.
სკოლაში ან ოჯახში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენისთანავე უამრავი პრობლემატური შეკითხვა იჩენს თავს: როგორ ავამოქმედოთ ეს საშუალებები?, როგორ ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში?
IEARN ( International Educational and Resourse Network)- საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი) ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით იგი მოქმედებს 1988 წლიდან.
IEARN International - ესპანეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა საერთასორისო ოფისის განთავსებულია: Callus, Spain.
ქსელში გაერთიანებულია 130-ზე მეტი ქვეყნის 30.000-მდე სკოლა, 2.000.000-მდე მოსწავლე. პროგრამა თანაბრად სასარგებლოა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რადგან მკვეთრად ამაღლებს დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას
No comments:
Post a Comment