Wednesday, June 8, 2011

რა არის კრედიტი


    კრედიტი სტუდენტის დატვირთვის საზომი ერთეულია, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის მიერ თითოეული მოდულისათვის, ცალცალკე, და აკადემიური პროგრამისათვის, მთლიანად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას. ამ სამუშაოში იგულისხმება როგორც სააუდიტორიო, ისე დამოუკიდებელი მუშაობა.
    ცნობილია, რომ ადამიანის ნორმალური სამუშაო დატვირთვა კვირაში 40 საათს ანუ დღეში 8 საათს შეადგენს. ამ მხრივ, არც სტუდენტია გამონაკლისი. მისი სასწავლო შრომა ისე უნდა განაწილდეს, რომ სააუდიტორო საათებმა და დამოუკიდებელ სამუშაოზე დახარჯულმა დრომ დღეში 8 საათზე მეტი არ შეადგინოს. ანუ აუდიტორიაში ინფორმაციის მისაღებად და ამ ინფორმაციის გადამუშავებისა და ცოდნად ფორმირების დრო დღეში 8 საათით, ხოლო კვირაში 40 საათით უნდა განისაზღვროს.
    ფორმირებული ცოდნის საზომი კი ის დავალებები თუ გამოცდებია, სადაც ვლინდება ამ ცოდნის ხარისხი.
     ამით არის გამოწვეული საგნების ნაცვლად მოდულების შემოღება, რაც პროგრამის ოპტიმიზაციის მეტად ეფექტური ფორმაა. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ მოდულში, შემეცნებითი მიზანშეწონილობის ნიშნით, ინტეგრირდება რამდენიმე საგნის შინაარსი  ზუსტად იმ დოზით, რაც აუცილებელია კონკრეტულ შემეცნებითი ამოცანის გადასაწყვეტად. .. ერთი მხრივ, საგნები რაოდენობრივად მცირდება, მეორე მხრივ, სტუდენტი მათი შინაარსის ოპტიმალურ მოცულობას იღებს, ამასთან, ბევრად ეფექტური გზითინტერგრირებულად, რაც მთავარია, სტუდენტს რეალურად უჩნდება დრო დამოუკიდებელი მუშაობისათვის გადატვირთვის გარეშე.

 როგორ ნაწილდება კრედიტები?

    ერთი კრედიტი 25 – 30 სამუშაო საათს უდრის. ის მოიცავს როგორც სააუდიტორიო, ისე დამოუკიდებელი მუშაობისათვის დახარჯულ დროს. კრედიტები ნაწილდება მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს განაწილება არ უკავშირდება სააუდიტორიო საათების რაოდენობას. როგორც წესი, ის, ძირითადად, საშუალო სტუდენტზეა გათვლილი. ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ბევრად უადვილდებათ სწავლის პროცესი და აღნიშული 8 საათიდან თავისუფალი დრო რჩებათ, მათ შეიძლება იმუშაონ საკუთარ თავზე სხვადასხვა ფორმითკვლევების გაღრმავებით, წყაროებზე მუშაობით, დამატებით კურსების აღებით და .. ასეთია დღევანდელი მიდგომა, ამას ითვალისწინებს ევროსტანდარტი.

No comments:

Post a Comment